პატრიოტთა ალიანსმა და სხვა პრორუსულმა პარტიებმა და ჯგუფებმა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს ღია წერილით მიმართეს. ხელმომწერები არიან პატრიოტთა ალიანსი, ქართული მარში და სხვები.
ისინი რუსეთის დუმის წევრებთან შეხვედრის სურვილს გამოთქვამენ, ამასთან, წერილში ხაზს უსვამენ, რომ მათი ხედვით, საქართველო და უკრაინა სამხედრო ნეიტრალიტეტის ქვეყნები უნდა იყვნენ.
წერილის ხელმომწერი პრორუსული პარტიების წევრები ვლადიმირ პუტინს მოიხსენიებენ, როგორც "მის აღმატებულებას".
"გვინდა, გაცნობოთ, რომ ჩვენ ვართ სამართლიანობისა და მხარეთა ინტერესების ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული საერთაშორისო უსაფრთხოების ახალი სისტემის აშენების მტკიცე მხარდამჭერები.
საქართველოსა და უკრაინისთვის ფუნდამენტური მიდგომა უნდა იყოს სამხედრო ნეიტრალიტეტი". - წერია განცხადებაში.
პრორუსული პარტიები და ჯგუფები ხაზს უსვამენ, რომ საქართველო არ არის თავისუფალი ქვეყანა, რაც იმაში გამოიხატება, რომ "საქართველოს ხელისუფლება, ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ, რეგულარულად უთმობს თავის ტერიტორიას ნატოს წვრთნებისთვის, რაც სხვა არაფერია, თუ არა პირდაპირი გამოწვევა რუსეთისთვის".
განცხადებაში ირწმუნებიან, რომ საზოგადოებრივი აზრის კვლევები, რომელთა მიხედვითაც, მოსახლეობის დიდი ნაწილი მხარს უჭერს საქართველოს NATO-ში გაწევრიანებას, იმის შედეგია, რომ საქართველო "დიდი ხანია ჩართულია უცხოური ორგანიზაციების ქსელში, რომლებიც ატარებენ ცრუ გამოკითხვებს".
წერილში ნათქვამია, რომ ერთადერთი სწორი გამოკითხვა პატრიოტთა ალიანსმა ჩაატარა და გამოარკვია, რომ მოქალაქეთა 75.8% რუსეთთან დიალოგის მომხრეა.
პრორუსული პარტიები წერენ, რომ საქართველო რუსეთთან თანამშრომლობის გარეშე ვერ გაუმკლავდება ვერც რეგიონულ და, მით უმეტეს, ვერც გლობალურ გამოწვევებს.
"ჩვენ ვცდილობთ რუსეთთან მჭიდრო თანამშრომლობისკენ, გვსურს შევხვდეთ სახელმწიფო სათათბიროს ხელმძღვანელობასა და ფედერაციის საბჭოს, რათა შევიტანოთ მცირე, მაგრამ განხორციელებული წვლილი რეგიონული უსაფრთხოების ეფექტური სისტემის ჩამოყალიბებაში". - წერია ღია წერილში.
განცხადებას ხელს აწერენ:
დავით თარხან-მოურავი - პატრიოტთა ალიანსი
ირმა ინაშვილი - პატრიოტთა ალიანსი
გიორგი ლომია - პატრიოტთა ალიანსი
გრიგოლ ჯოჯუა - ქრისტიან დემოკრატები
იოსებ შატბერაშვილი - მემარცხენე ალიანსი
სანდრო ბრეგაძე - ქართული მარში
სალომე მოსიძე - დემოკრატთა ალიანსი
გიორგი ჭინჭარაული - ნაციონალური ერთობა
ირაკლი კობრავა - მონარქისტული პარტია
ავთანდილ ველთაური - სოციალ-დემოკრატიული პარტია
ვალერი კვარაცხელია - ნეიტრალური საქართველო
მიხეილ გიორგობიანი -პოლიტიკური მოძრაობა დემოკრატიული ცენტრი
ვაჟა აბაშიძე - პოლიტიკური მოძრაობა სამეფო გვირგვინი
მამუკა ტუსკაძე - პოლიტიკური მოძრაობა სოციალური სამართლიანობისთვის
ნანა გოგოლაძე - ემიგრანტების მსოფლიო ალიანსი
გიორგი გვასალია - პროტესტი საქართველოს კონსტიტუციის წინააღმდეგ
ნანა დევდარიანი - პოლიტიკური მოძრაობა არჩევნებისთვის
თამაზ დაუშვილი - სხვადასხვა მოწვევის პარლამენტართა ასოციაცია
მირიან რთველიაშვილი - საქართველოს ერთობა
კარენ ტოპალიანი - მოძრაობა სამართლიანობისთვის
ირაკლი ჩიხრაძე - პოლიტიკური კვლევების საზოგადოება
გიორგი ონიანი - დაცული და ინფორმირებული საზოგადოება
გურამ ნიკოლაიშვილი - გენერლები საქართველოსთვის
მალხაზ თოფურია - ვეტერანთა ლეგიონი
დავით ოქროპირიძე - მოძრაობა თავისუფალი საქართველოსთვის "დიდგორი"
ირაკლი შიხიაშვილი - საქართველოს ვეტერანთა ფედერაცია
ნაურ ჯიქია - იძულებით გადაადგილებულ პირთა სამოქალაქო ორგანიზაცია
ზაირ ჩარკვიანი - ლტოლვილთა მოძრაობა მშვიდობიანი მომავლისათვის
არჩილ ლეკიშვილი - მუსლიმებთა და ქრისტიანთა ძმობა საქართველოსთვის
ნინო კვარაცხელია - ტოლერანტული საქართველო
ურუზმაგ კარკუსოვი - ეროვნულ უმცირესობათა მოძრაობა
ტეტიანა მარტინენკო - საქართველოს უკრაინელები მშვიდობისთვის
ოლგა ტიგიევა - საქართველოში მცხოვრებ ოსთა საერთაშორისო ასოციაცია
კახაბერ კალაშოვი - საქართველოს ქურთული კულტურის ცენტრი
დავით აბაშიძე - ახალგაზრდა პატრიოტები
ანა სახვაძე - ახალგაზრდა ლიდერთა ერთობა
ირაკლი ცხადიაშვილი - ახალი თაობა პოლიტიკაში
ოთარ ჭითანავა - მოძრაობა დიპლომატები მშვიდობისთვის
სახალხო დიპლომატია - ნინო ანდრონიკაშვილი
გიორგი კასრაძე - იუსტიციის ჟურნალისტები
ირაკლი ცილიკიშვილი - ტელერადიო კომპანია ობიექტივი
აკაკი კარტოზია - პროფესორთა ლიგა
იზოლდა ხასია მოზარდთა განვითარების ასოციაცია ბჟალარა
მარინა მოლოდინი - მაღალმთიანეთის განვითარების გაერთიანება
ხვიჩა წკეპლაძე - ანტიმონოპოლიური გაერთიანება~
ჯუმბერ ბოლღაშვილიექიმთა და ფსიქოლოგთა კავშირი
ლიანა დოლბაია - ექიმები პოლტიკის მიღმა
ერეკლე საღლიანი - მწერალთა და პოეტთა კავშირი "დიაოჰი"
ვაჟა ოთარაშვილი - ისტორიული კვლევის ცენტრი
ბუდუ სირბილაძე - მხატვართა და მოქანდაკეთა კავშირი
ოთარ მაღრაძე - შემოქმედებითი ინტელიგენციის უფლებათა დაცვის კავშირი
ნათია გამრეკლიძე - ქართული კულტურის ცენტრი
მამუკა აფციაური - სპორტსმენთა ლიგა
გიორგი კაკაბაძე - საქართველოს პარაკარატეს ეროვნული ფედერაცია
გოჩა კაკაბაძე - კიოკუშინ კარატეს ფედერაცია